გობეჩია მელიტონ გიორგის ძე

გობეჩია მელიტონ გიორგის ძე [9 (21). VIII. 1878, სოფ. ჭაქვინჯი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 5 (18). VI. 1914, ხარკოვი], პუბლიცისტი, მწერალი.

1897-იდან მასწავლებლობდა. 1905 იყო გაზ. „ცნობის ფურცლის" კორესპონდენტი ზუგდიდის მაზრაში. 1906 გაემგზავრა პარიზში სასწავლებლად. 1910 დაამთავრა სორბონის უნ-ტი და დაბრუნდა სამშობლოში. მოღვაწეობდა „სახალხო გაზეთში". 1911 დააპატიმრეს. გარდაიცვალა ხარკოვის ციხეში.

გ-ს ეკუთვნის ლექსების კრებული „ჰანგები" (1902), „პარიზის სონეტები" (1910), ორი პოემა „ფარნაოზი" და „ამირანი", ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

ლიტ.: გ ო ბ ე ჩ ი ა  ვ., მელიტონ გობეჩია, სოხ., 1959.