გობრონიძე ევტიხი გიორგის ძე

გობრონიძე ევტიხი გიორგის ძე [6 (19). XI. 1903, სოფ. გაღმა დვაბზუ, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 19. VII. 1988, თბილისი], ფსიქიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961), საქართვ. დამს. ექიმი (1946).

1928 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1944–68 იყო მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, 1968–78 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1978–88 – ამავე კათედრის კონსულტანტი.

შეისწავლიდა ნევროზებს, სიმპტომატურ ფსიქოზს, ალკოჰოლიზმს, ტოქსიკომანიას და მათი მკურნალობის მეთოდებს.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: შიზოფრენიის ინსულინოთერაპია, თბ., 1950; К клиническим особенностям послеродового психоза, კრ.: Проблемы психоневрологии. Научные труды, М., 1969; Über manche Fragen der Differentialdiagnostik der Schizophrenie, «Psychiatrie, Neurologie und medizinische Psychologie», 1965, H. 3.