გიდელი, წნელისა და ტკეჩისაგან მოწნული უყურო, მოგრძო, პირგანიერი და ძირწაწვეტებული ჭურჭელი, რ-საც ხეზე ჩამოსაკიდებლად კავი აქვს გამობმული. იხმარება მაღლარი ყურძნისა და ხილის კრეფისას შიგ ჩასაყრელად, ხიდან ჩამოსაშვებად და გადასატანად. ქიზიყში „გიდელა“ ჰქვია პურეულის ნამჯის საზიდ უყურო მრგვალ კალათს.
ლ. ფრუიძე