გიგოლოვი მიხეილ გიორგის ძე (17. III. 1885, თბილისი, – 18. VIII. 1963, იქვე), ქირურგი. დოცენტი (1935), საქართვ. დამს. ექიმი (1942).
1911 დაამთავრა ოდესის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო თბილ. I საავადმყოფოში (1931-იდან ქირურგ. განყ-ბის გამგე). 1934 განაგებდა თბილ. ჯანდაცვის განყ-ბის სისხლის გადასხმის სადგურს. 1935 დაინიშნა ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის ტრავმატოლოგიის კათედრის გამგედ. II მსოფლიო ომის წლებში იყო თბილ. საევაკუაციო ჰოსპიტლების კონსულტანტი. 1960–63 – ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის გადაუდებელი ქირურგ. კათედრის დოცენტი. გ-ის შრომები ეხება ფილტვისა და ღვიძლის ექინოკოკოზის, სამხარეო პათოლ., სისხლის გადასხმის, კუჭის ქირურგ. და სხვ. საკითხებს. ქირურგთა რესპ. სამეცნ. საზ-ბის საპატიო წევრი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: კიდურების რბილი ქსოვილების დაზიანება; კიდურების რბილი ქსოვილების ანთებადი (არასპეციფიკური) პროცესები, კრ.: კერძო ქირურგია, ტ. 2, თბ., 1951; Травматизм, его характер и динамика «Сборник научных трудов Ереванского н.-и. ин-та травмитологии и ортопедии», 1961, № 6.
ლიტ.: Кахиани З. Н., Кахиани С. Н., М. Г. Гиголов, Тб., 1977.