გიგაური გიორგი ნიკოლოზის ძე

გიგაური გიორგი ნიკოლოზის ძე (23. XI. 1924, დაბა ყაზბეგი, – 2009, თბილისი), მეტყევე-ინჟინერი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1993; წ.-კორ. 1988), საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1990). სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1973).

1948 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი (ახლანდ. აგრ. უნ-ტი). 1954-იდან პედ. საქმიანობას ეწეოდა იქვე (1978-იდან – პროფესორი). 1970 – 80 საქართვ. სატყეო მეურნ. მინისტრის პირველი მოადგილე, 1980-იდან იყო საქართვ. ვ. გულისაშვილის სახ. სამთო-მეტყევეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი. შეისწავლა საქართვ. ტყეების წარმოშობის, ზრდის, განვითარებისა და ფორმირების კანონზომიერებანი. გამოიკვლია მთის ტყეების ტაქსაციისა და მოწყობის თავისებურებანი. შეიმუშავა საქართვ. ტყეების ეკონ. დარაიონების სქემა. დაადგინა მთის ტყეების (წიფელი, სოჭი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ.) ჭრის ოპტიმალური ხნოვანება, სიმწიფის ზღვრები და ამორჩევითი მეურნ. პირობებში მერქნით სარგებლობის ყოველწლიური ოდენობის განსაზღვრის პრინციპები. ავტორია მონოგრაფიული ნაშრომებისა მეტყევეობის, ტყეთმოწყობისა და ტაქსაციის დარგში, აგრეთვე სტუდენტთა დამხმარე სახელმძღვანელოსი ტყეთმოწყობაში. გ. არის საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: საქართველოს ტყეების კურორტოლოგიური მნიშვნელობა, თბ., 1960; ტყეთმოწყობის პრაქტიკუმი, თბ., 1963; საქართველოს ტყეებში მეურნეობის გაძღოლის საფუძვლები, თბ., 1980 (თანაავტ.); Горные леса, М., 1979; Сосновые леса Кавказа, Тб., 1987 (თანაავტ.).