გიგანტური მეღამურა (Nyctalus siculus), ძუძუმწოვარი ცხოველი ღამურასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდ. კავკასიასა და დას. ამიერკავკასიაში; საქართველოში გვხვდება ბორჯომის ხეობაში, აფხაზეთში. ბინადრობს ტყეებში, კულტ. ლანდშაფტებში. ცხოვრობს ხის ფუღუროებში. მეღამურებს შორის ყველაზე დიდია (წინა-მხრის სიგრძეა 63–69 მმ). აქვს წვრილი, გრძელი და წამახვილებული ფრთები. ივნისში შობს 1–2 ნაშიერს. საკვების საძებნად გამოდის მზის ჩასვლის შემდეგ. იკვებება დიდი ხოჭოებით, ღამის პეპლებით. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. იშვიათი ცხოველია. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.
ს. სალაყაია