გზირიშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე

გზირიშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე [26. I (8. II). 1902, სოფ. ვაქირი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპ-ი, – 14. IX. 1972, თბილისი], ქირურგ-უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962).

1928 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1939–41 და 1946–72 განაგებდა საქართვ. ცენტრ. კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიის განყ-ბას. 1941–46 მუშაობდა ერთ-ერთი საევაკუაციო ჰოსპიტალის მთავარ ქირურგად. 1966–72 იყო უროლოგთა რესპ. სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. უროლოგიაში შემოიღო კვლევის ელექტროფიზიოლ. მეთოდი, თირკმლის ფუნქციის შესასწავლად გამოიყენა იზოტოპები, სრულყო ზოგიერთი უროლოგიური ქირურგ. ოპერაცია. მისი შრომები ეძღვნება თირკმლის კენჭოვანი დაავადების, საშარდე გზების ტუბერკულოზის, თირკმლის გადანერგვისა და სხვა საკითხებს. მისი სახელობისაა სიღნაღის მუნიციპ-ის ცენტრ. საავადმყოფო.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: შარდ-სასქესო ორგანოების სიმსივნეები, თბ., 1958 (ყდაზე: 1959).

ლიტ.: ოჩიგავა თ., ალექსანდრე გზირიშვილი, თბ., 1973.