გზირი

გზირი, გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში ადგილობრივი ადმინისტრაციის დაბალი მოხელე, სოფლის მამასახლისის ხელქვეითი. ევალებოდა ბრძანებისა თუ განკარგულების ადგილზე მიტანა და გამოცხადება, ვისიმე გამოძახება და სხვ. ტერმ. „გ.“ ადრინდ. ძეგლებშიც გვხვდება, მაგრამ მისი იმდროინდელი მნიშვნელობა უცნობია. ივ. ჯავახიშვილის აზრით, შესაძლებელია „გ.“ სიტყვა „გზისაგან“ იყო ნაწარმოები.

ლიტ.: სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1952, გვ. 411–413; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6), გვ. 332–333.

ი. სურგულაძე