გერსამია თამაზ გიორგის ძე

თ. გერსამია

გერსამია თამაზ გიორგის ძე (დ. 9. IV.1943, თბილისი), არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტურის დოქტორი (1973), საქართვ. დამს. არქიტექტორი (2015). საქართველოში არქიტექტურის I საერთაშ. ბიენალეს ლაურეატი (1988, პირველი პრემია).

დაამთავრა სპი (1967). მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში“ (1967–70). გ-ის საკონკურსო პროექტებია: II მსოფლიო ომში დაღუპულთა დიდების მემორიალის პროექტი და გმირთა მოედნის დაგეგმარება თბილისში (1966, ავტორთა ჯგუფთან ერთად). შექმნა ინდივიდ. საცხ. სახლის პროექტი აღმ. საქართვ. რაიონებისათვის (1968);

ნამუშევრები: ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის აკად. თეატრის რეკონსტრუქცია (1968), საქართვ. ჯანმრთელობის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული თერაპიის ინ-ტი (1969, თბილ.); საქართვ. მეცნ. აკადემიის ი. ქუთათელაძის სახ. ფარმაკოქიმიის ინ-ტი (1969, თბილ.); თელავისა (1975) და სიღნაღის (1977) გენგეგმა (ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად). მისივე პროექტით მოხდა XIX ს. ისტ. საცხოვრ. სახლის აღდგენა-რესტავრაცია თელავში (1981) და სხვ. 1975–2005 მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნ. ისტ. ინ-ტში.

გ-ის კვლევის სფეროა საქართვ. ძვ. ქალაქების XIX ს. და XX ს. დასაწყ. არქიტექტურა, სახვ. ხელოვნ., ფოტოგრ. განვითარების ისტორიის საკითხები, მონაწილეობდა არქეოლ. ექსპედიციებში (შრომები გამოქვეყნებულია ქართ., რუს., გერმ., იტალ.. ჩეხ., სლოვაკურ სამეცნ. ჟურნალებსა და კრებულებში). მონაწილეა საერთაშ. სამეცნ. სესიებისა და სიმპოზიუმებისა, მ.შ. ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II (1977), IV (1983), V (1986) და VI (1989) სიმპოზიუმებისა.

ავტორია სამენოვანი (ქართ., რუს., ინგლ.) წიგნების: „ძველი თბილისი“ (1984); „ქუთაისი“ (1990); ჯოვანი სკუდიერი (2016) „თბილისური სადარბაზოები“ (2008, ავტორთა ჯგუფთან ერთად), „თბილისის ხიბლი“ (2009); „Memories of Tiflis“, Frankfurt am Main (2018); XIX ს. ისტორიული არეალებისა და ნაგებობების ციფრული რეკონსტრუქცია, ნაწ. I, ერივანსკის მოედანი (2020), რ-ებშიც თავმოყრილია მეცნიერულად სისტემატიზებული, ახლად გამოვლენილი წერილობითი, ფოტო და გრაფ. მასალა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ძველი თბილისი“, რ-იც წარმოადგენს XIX ს. II ნახევრისა და XX ს. დასაწყ. თბილისის თავისებურ ფოტომატიანეს. 2004 აშშ-ის სახელმწ. დეპარტამენტმა „ძველი თბილისი“ შეიტანა იმ წიგნთა ნუსხაში, რ-იც რეკომენდებულია საქართველოს გაცნობის მიზნით. არის ასევე „Allgemeines künctlerlexikon“ (AKL, Artists of the World)-ის ერთ-ერთი ავტორი (2000–17, München, Leipzig).

2000-იდან მუშაობს „ქართულ ენციკლოპედიაში“. 2005-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. გ-ს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართვ. ისტ. ქალაქების არქიტექტურის შესწავლისა და ურბანული მემკვიდრეობის დაცვის ძირითადი პრინციპების შემუშავებაში.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

ს. კინწურაშვილი