გიორგი I გურიელი (გ. 1512), გურიის მთავარი 1483–1512, კახაბერ I გურიელის ძე.
ისარგებლა რა იმერეთში ოსმალთა შემოსევით, უარი თქვა იმერთა მეფის მორჩილებაზე. XVI ს. დასაწყისში მოიგერია ოსმალთა შემოსევა ჭანეთის ჩრდ. ნაწილში, რ-იც მაშინ გურიის სამთავროში შედიოდა. 1511 სამცხის ათაბაგ მზეჭაბუკთან ბრძოლაში დაკარგა აჭარა და ჭანეთი.
ლიტ.: იხ. სტ-თან გ ი ო რ გ ი V გ უ რ ი ე ლ ი.
ქ. ჩხატარაიშვილი