ახუნი

ახუნი, მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედის დას. განშტოებაზე, მდ. შარახევის (ფშავის არაგვის მარცხ. შენაკადი) სათავესთან. სიმაღლე 2267 მ. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზემოთ სუბალპ. მდელოა. მთის აღმ-ით ამავე სახელწ. უღელტეხილზე გადადის ბილიკი ფშავიდან (ჩარგლულის ხეობიდან) ივრის ხეობაში.