გნოლი (Perdix perdix), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშ. სიგრძეა 35 სმ. მამლის მასა 500 გ აღწევს, დედლის – 350 გ. გავრცელებულია ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, წინა და შუა აზიაში.
გ. საქართველოშიც ბინადრობს, ზამთარში ნომადობს (მომთაბარეობს). ცხოვრობს ბუჩქნარით შემორაგვულ ველმინდვრებზე, ყანებში, ზეგნებზე (ზ. დ. 2600 მ -მდე). გ. მონოგამია, ბუდეს მიწაზე იკეთებს. მაისივნისში გ. დებს 12–15 კვერცხს, კრუხობს 21–26 დღე-ღამე. იკვებება მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები) და ცხოველური (მწერები) საკვებით.
ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება სამხრეთკავკასიური გ. (P. p. canescens). ბოლო წლებში გ-ების რიცხოვნობამ მკვეთრად იკლო. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".
რ. ჟორდანია