center
გიმნაზია, (ბერძნ. gymnasion– სატანვარჯიშო მოედანი, შემდეგ – სახელმწიფო სასწავლო-აღმზრ დელობითი დაწესებულება ძვ. საბერძნეთსა და ელინისტურ აღმოსავლეთში), საშუალო ზოგად საგანმანათლებლო სასწავლებელი, ჩვეულებრივ, მკვეთრად გამოხატული ჰუმანიტარულ-ფილოლოგიური განხრით. პირველი გ. 1526 ბავარიის ქ. ნიურნბერგში დააარსა ცნობილმა თეოლოგმა და პედაგოგმა ფილიპე მელანხტონმა (1497–1560). 1528 გ. გაიხსნა საქსონიაში, ხოლო 1538 – ქ. სტრასბურგში. XVI–XVIII სს. გ-ები აღმოცენდა გერმანიის მრავალ ქალაქში, ასევე რუსეთშიც (პეტერ ბურგში – 1725, მოსკოვში – 1755); XIX სში ავსტრია-უნგრეთში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, დანიაში, სერბეთსა და შვეიცარიის გერმ. კანტონებში. გ. ეწოდებოდა ვაჟებისათვის განკუთვნილ საშ. სკოლებს. XIX ს. შუა ხანებიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაარსდა რეალური სასწავლებლები, სადაც დაინერგა ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება. შეიქმნა საშ. სასწავლო დაწესებულებების ახალი, გარდამავალი ტიპი – რეალური გ., სადაც ბერძნ. ენა აღარ ისწავლებოდა. XIX–XX სს. მიჯნაზე კლასიკურ გ-ებში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ძვ. ენების სწავლებას, მაგრამ გ-ის ეს ტიპი მაინც რჩებოდა ძირითად საშ. სასწავლო დაწესებულებად ევროპაში.
გიმნაზია საქართველოში. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი პირველი გ. – თბილისის პირველი გიმნაზია – გაიხსნა 1830. 1864 იდან რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, საქართველოშიც, გატარდა საგანმანათლებლო რეფორმა. დაარსდა სამი ტიპის გ.: ბერძნ. ენის გაძლიერებული სწავლებით, ლათ. ენის გაძლიერებული სწავლებითა და რეალური გ. – საბუნებისმეტყველო დისციპლინებისა და თანამედროვე ენების გაძლიერებული სწავლებით. გიმნაზიადამთავრებულებს ჰქონდათ სწავლის გაგრძელების უფლება. პირველი ორი ტიპის გ-ის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებს უფლება ეძლეოდათ, განეგრძოთ სწავლა უნ-ტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რეალური გ-ის დამთავრების შემდეგ კი – მხოლოდ უმაღლეს ტექ. სასწავლებლებში. XIX ს.60იან წლებში გაიხსნა ქალთა გ-ებიც. XIX ს. დასასრულსა და XX ს. დასაწყისში საქართველოში არსებობდა შემდეგი გ-ები: თბილისში – თბილისის ქართული გიმნაზია (1879), სათავადაზნაურო გიმნაზია (1918–21 – ვაჟთა VII გ.), ვაჟთა II (1887–1921), ვაჟთა III (1894– 1921), თბილისის ვაჟთა ქართული (1900–21), ვაჟთა IV (1905–21), ვაჟთა V (1908–21), ვაჟთა VI (1912– 20), ქალთა I (1872–1921), ქალთა II (1874–1921), ქალთა III (1884– 1921), ქალთა IV (1903–21), ქალთა V (1906–21), ქალთა VI (1910–21), ქალთა VII (1863–1919), ქალთა VIII (1892–1919) და ქალთა ქართული (1906–19) გ-ები. გ-ები გაიხსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც: ქუთაისში – ვაჟთა (1850–1921), ქუთაისის სათავადაზნაურო ვაჟთა ქართული (1880–1921) და ქალთა (1903–21) გ-ები; ფოთში – ვაჟთა (1906–21), ქალთა (1902–21); ბათუმში – ქალთა (1900–21); გორში – ქალთა (1915–21); ხონში – ვაჟთა (1916–21); ხაშურში – ვაჟთა (1916– 21) გ-ები. სოხუმში გაიხსნა ქალთა პროგიმნაზიაც. გ-ების უმრავლესობა 1921 შემდეგ გადაკეთდა სახ. განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებებად. ამჟამად გ. არსებობს მხოლოდ კერძო სექტორში.
მ. ბაქრაძე
დ. გურგენიძე