გობელენი

გობელენი გ. ყ ა ნ დ ა რ ე ლ ი „ბალადა ფიროსმანზე". ფრაგმენტი 1979.

გობელენი, ხელით ნაქსოვი ხალიჩა-სურათი (შპალერი). ვიწრო გაგებით – პარიზის ერთ-ერთი მანუფაქტურის მიერ დამზადებული ნაწარმი. ეს მანუფაქტურა დაარსდა პარიზის გარეუბანში, სენ-მარსელში, 1662, როგორც მეფის პირადი სახელოსნო. მასში გაერთიანდა შპალერის დამამზადებელი კერძო დაწესებულებანი, მ.შ. ფლამანდიელი ფეიქრების მ. კომანსისა და ფ. პლანშის მიერ 1607 დაარსებული სახელოსნო. მანუფაქტურა ძირითადად მოთავსებული იყო XV ს-იდან ცნობილი მღებავების – გობელენების (Gobelins) ყოფ. სახელოსნოს შენობაში (შემდგომ მათი სახელი ეწოდა მანუფაქტურასაც და მის ნაწარმსაც).

გ-ს ამზადებდნენ შალისა და აბრეშუმის ფერადი ძაფით (ზოგჯერ სირმით). სპეც. საქსოვ დაზგაზე ხელით ქსოვდნენ ცალ-ცალკე ნაწილებს და შემდეგ მათ აბრეშუმის წვრილი ძაფით აერთებდნენ.

X1X ს-ში გ-ს უწოდებდნენ საერთოდ შპალერსა და მანქანური წესით დამზადებულ სქელ ტილოებს.

XXს. 30-იან წლებში გ-ის ხელოვნება აღორძინდა. გ. ქართული ხელოვნებისათვის სრულიად ახ. დარგია (XX ს. 60-იანი წწ.). მის დამკვიდრებას ხელი შეუწყო ამ პერიოდში დეკორ.-გამოყენებითი და მონუმ.-დეკორ. ხელოვნების ინტენს. განვითარებამ.

ქართ. გ-ის კოლორიტის ჩამოყალიბებასა და სიბრტყის გააზრებაზე გარკვეული გავლენა იქონია ქართ. ფარდაგმა. არსებობს ქართ. გ-ის ორი სახე: საგამოფენო და საზ. დანიშნულებისა. ეს უკანასკნელი არქიტ. ინტერიერისთვისაა განკუთვნილი და იყენებენ გარემოს მხატვრული გაფორმებისათვის. მხატვრული გადაწყვეტა ორივესი ერთნაირია. ქართ. გ. ძირითადად კლასიკური, ანუ მჭიდროდ ნაქსოვია. მისი მიზანია სიუჟეტის კონკრეტული გამოსახვის, მოქმედების ჩვენებისაკენ სწრაფვა. ქართ. გ-ის მხატვრული ხელწერის ჩამოყალიბება განსაზღვრა მასალისა და ტექნიკის სპეციფიკამ, გ-ის ხელოვნების ტრადიციულმა გამოცდილებამ; ქართ. ფარდაგმა და ფერწერამ კი განაპირობა ქართ. გ-ის მხატვრული სახე. იგი ძირითადად ეყრდნობა ქართ. ფერწერის ვალიორულ ტექნიკას, სადაც სხვადასხვა ფერის მონასმებით იქმნება გამოსახულება სხვადასხვა სუფთა ფერის 55 მისაქსელი ძაფის მონაცვლეობამ წარმოქმნა პირობითი დეკორ. სახე (გ. ყანდარელი, ლ. ელიაშვილი, ნ. კიკნაძე, ძმები ა. და გ. გახარიები). ქართ. გ-ის გამომსახველობითი საშუალებებია ლოკალური ფერი და ხაზი (ო. ხუბულური, ვ. წურწუმია, თ. ნუცუბიძე), მისთვის დამახასიათებელია ნახატის გრაფ. სიზუსტე, ფერადოვანი ლაქების მთლიანობა. საქართველოში დაირღვა გ-ის სწორკუთხედის ფორმის ტრადიცია, ქართვ. მხატვრები მას სხვადასხვა ფორმას აძლევენ. ბოლო წლებში მეტი ადგილი დაიკავა აბსტრ.-დეკორ. გ-მა. იგი უკვე ტრად. ფორმად მკვიდრდება და ძირითადად დამახასიათებელია ახალგაზრდა მხატვართა შემოქმედებისათვის.

ნ. ყიფიანი