გიორგაული თეთრი

გიორგაული თეთრი გიორგი VII-ის მონეტავერცხლი XIV ს. ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი.

გიორგაული თეთრი, მეფე ვახ­ტანგ VI-­ის (1675–1737) მიერ შე­მოღებული ტერმინი, რ­ის საფუძ­ველზეც ქართ. ისტორიოგრა­ფიაში დამკვიდრდა შეხედულება, თითქოს გიორგი V ბრწყინვალეს (1318–46) მოეჭრას საკუთარი, ეროვნ. მონეტა.

ვახტანგ VI ემ­ყარებოდა ბექა­აღბუღას სამარ­თალს, რ-შიც ნახსენებია არა გ. თ., არამედ „გიორგის ჟამის თეთ­რი", რაც გულისხმობს საქართ­ველოში ილხანების სახელით მოჭრილ მონეტებს. 1355-­მდე სა­ქართვ. ზარაფხანებში სხვა მონე­ტები არ იჭრებოდა.

ლიტ.: დ უ ნ დ უ ა  გ., სამონეტო მი­მოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964; დუნდუა გ., დუნდუა თ., იჭრებოდა თუ არა გიორგაული თეთრი?, «საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 2011, [ტ.] 1.

გ. დუნდუა