გიორგეთი, სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ალაზნის ვაკეზე, მდ. კაბალის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გ., გუჯარეთი, ვერხვისმინდორი, ლაფნიანი, ფიჩხისბოგირი). ზ. დ. 260 მ, ლაგოდეხიდან 20 კმ. 736 მცხ. (2002).
30-იან წლებში სოფელს დაერქვა ორჯონიკიძე. 1990 დაუბრუნდა ძვ. სახელი.