გობრონიძე ალექსანდრე ამბროსის ძე (დ. 17. X. 1925, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), პედაგოგი, პედ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1987).
1991–96 იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავ-რის მოადგილე. 1946 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, 1957–64 – ლიხაურის საშ. სკოლის დირექტორად, 1964-იდან – ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის (ამჟამად უნ-ტი) დაწყ. განათლების პედ. ფაკ-ტის დეკანად. 1975-იდან იყო ამ ინ-ტის პედ. კათედრის გამგე.
იკვლევს პედ. თეორიისა და ისტ. პრობლემებს.
თხზ.: ცხოვრებასთან სკოლის კავშირის პრობლემა ი. გოგებაშვილის პედაგოგიკურ მემკვიდრეობაში, ბათ., 1965; ი. გოგებაშვილი და აჭარა, ბათ., 1970; ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდა ბათ., 1976; მომავალ მასწავლებელთა მომზადება, ბათ., 1984; პედაგოგიკა (დამხმარე სახელმძღვანელო), ბათ., 1996; აღზრდის ფილოსოფიური საფუძვლები. დამხმარე სახელმძღვანელო, ბათ., 1997.