დიალექტი

დიალექტი (ბერძნ. dialektos – ლაპარაკი, თქმა, კილო), ერთი საერთო ენის დიფერენციაციის შედეგად მიღებული განშტოების სახელწოდება. ჩვეულებრივ, ამ ტერმინით აღინიშნება ტერიტორიული . დ-ის, ანუ კილოს განშტოებებია კილოკავები, კილოკავისა – თქმები, ხოლო თქმებისა – ქცევები. ამა თუ იმ ენის დ. უპირისპირდება იმავე ენის სხვა დ-ს ან დ-ებს ბგერითი შედგენილობით, გრამატიკით, ლექსიკით. საზ-ბის სოც. ნაირგვარობა განაპირობებს ენის სოც. დიფერენციაციას. სოც. დ. საერთო-სახალხო ენისგან მხოლოდ ლექსიკით განსხვავდება, მაგ., პროფესიული წრეების მეტყველება, ჟარგონი, არგო, სლენგი, სატელიტი, პირობითი (საიდუმლო) ენები და სხვ.

საერთო-ქართველური ფუძეენის ჯერ დიალექტებად დიფერენციაციისა და -ების დამოუკიდებელ ენებად განვითარების შედეგად წარმოიქმნა ქართველურ ენათა ჯგუფი. საკუთრივ ქართული წარმოდგენილია -ებით, რ-თაგან 13 - ქართლური, კახური, თუშური, ფშაური, ხევსურული, მოხეური, მთიულური-გუდამაყრული, მესხური, იმერული, გურული, აჭარული, რაჭული და ლეჩხუმური - საქართვ. სახელმწიფოს ტერიტორიაზეა გავრცელებული. ნაწილი ქართ. დ-ებისა საქართველოს საზღვრებს გარეთაა: იმერხეული (კლარჯული) - თურქეთში, ინგილოური - აზერბაიჯანში და ფერეიდნული - ირანში. ასახელებენ კიდევ ერთ დ-ს - ყიზლარ-მოზდოკურს, რ-იც დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. თითოეულ -ში გამოყოფილი კილოკავები ზოგჯერ იმდენად მნიშვნელოვან თავისებურებებს ავლენენ, რომ შეიძლება ცალკე -ებადაც კი იქნეს მიჩნეული. მაგ., ზემოიმერული და ქვემოიმერული - იმერულში და ქიზიყური - კახურში.