გინეკოლოგია (ვეტერინარული)

გინეკოლოგია ვეტერინარული, კლინიკური დისციპლი­ნა, რ­-იც შეისწავლის სასოფლო­ სამეურნეო მდედრი ცხოველის სასქესო ორგანოების დაავადებებს, მკურნალობას, პროფილაქტიკას, უნაყოფობის წინააღმდეგ ბრძო­ლის მეთოდებს.

ვეტ. გინეკოლოგიაში გაერთია­ნებულია საკუთრივ გ., მეანობა და ანდროლოგია. ვეტერინარული გინე­კოლოგია სწავლობს მდედრ და მამრ ცხოველებში აღწარმოე­ბის ფუნქციის დარღვევას, რ-­იც გამოწვეულია ცხოველთა არასწორი მოვლა­შენახვით, კვებითა და სასქე­სო ორგანოების დაავადებებით. მეანობა სწავლობს პერიოდს მდედრის სასქესო სიმწიფიდან ნა­ყოფიერების დასრულებამდე.

ანდროლოგია შეისწავლის მამრ. ცხოველებში სქესობრივ რეფლექსებს, სასქესო ორგანოების დაავადებებს და მათ მკურნალო­ბას.

სამივე ერთად შეისწავლის ცხო­ველის განაყოფიერების, მაკეობის და მშობიარობის მიმდინარეობის აუცილებელ პირობებს. ჩვენში ამ დარგის განვითარება დაკავშირებულია საქართვ. ზოო­ტექ. ­სავეტერინარო სასწ.­კვლე­ვითი ინ­-ტის მეანობა-­გინეკოლო­გიისა და სას.­სამ. ცხოველთა ხე­ლოვნური დათესვლის კათედრის დაარსებასთან (1938).

2005-­იდან გ., როგორც მიმარ­თულება, შედის აგრ. უნ­-ტის სა­ვეტერინარო მედიცინის ფაკ-­ტის არაგადამდებ დაავადებათა დეპარ­ტამენტში, სახელწოდებით სას.­ სამ. ცხოველთა მეანობა-გინეკო­ლოგია და გამრავლების ბიოტექ­ნოლოგია.

ვეტ. გინეკოლოგიის განვითარე­ბაში დიდი წვლილი მიუძღვით ვ. ჩირაძეს, კ. გუგუშვილს, გ. კამა­ლოვს, ს. მარგველაშვილს, ა. ჯი­ქიას, ს. მეცხვარიშვილს, რ. ირემა­შვილს, რ. ჭანტურიძეს, ზ. პარკა­ძეს და სხვებს.

კათედრის თანამშრომლების მი­ერ შესრულებული სამეცნ. შრომე­ბი ეძღვნება სას.­სამ. ცხოველთა უნაყოფობასა და ბერწიანობას, სასქესო ორგანოების დაავადე­ბებსა და მათ სამკურნალო საშუა­ლებებს. შესწავლილია, აგრეთვე, იმუნოლოგიური ფაქტორების გავლენა ცხოველთა აღწარმოე­ბაზე და სარძევე ჯირკვლის ან­ თებითი პროცესები (მასტიტები). დამუშავებულია და შექმნილია მათი მკურნალობის რაციონალუ­რი მეთოდები და ეფექტური სამკურნალო საშუალებები.

თ. ყურაშვილი

რ. ჭანტურიძე