მაისაია გურამ იონას ძე

      მაისაია გურამ იონას ძე  (1934. 12. VII, თბილისი,  − 23. 04. 1992, იქვე),  მეან- გინეკოლოგი.  მედ.  მეცნ.  დოქტორი  (1967),   პროფესორი   (1971).

       1957   დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედიცინო ინ-ტი. 1957-58   დაი­ნიშნა სამკურნალო ფაკ-ტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის უფრ. ლაბორანტად. 1958–60 იყო ი. ჟორდანიას სახ. ქალის ფიზიოლ. და პათოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1960-დან  მუშაობა დაიწყო თსსი-ის პედიატრიული, სანიტარიულ-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკ-ტების  მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტად. 1971-დან ამავე  კათედრის პროფესორია.

      მ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის მ. შ. 4 მონოგრაფიის ავტორი, რ-ებიც ეძღვნება პერინატალურ მედიცინას, გესტოზების პათოგენეზსა და მკურნალობას, ასევე გინეკოლოგიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობის მეთოდების სრულყოფას.

       მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.