მუკბანიანი ომარ ვასილის ძე

ო. მუკბანიანი

მუკბანიანი ომარ ვასილის ძე (07. IV. 1948, თბილისი, – 18. I. 2022, იქვე), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (1993). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1971). მუშაობდა იქვე ქიმიის ფაკ-ტის მა­ღალ­­მო­ლეკ­უ­ლურ ნაერთთა ქიმიის კათედრის მეცნიერ თანამშრო­მ­ლად (1972-73). მივლინებული იყო მოსკოვში ნესმეანოვის სახ. სსრკ მეცნ. აკადემიის ელე­მენტ­­ორ­გა­ნუ­ლ ნაერთთა ქიმიის სამეცნ. კვლევითი ინ-ტის მეცნიერ თანამშრომლად (1973-76). იყო თსუ-ის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის უფრ. მეცნიერი თანამ­შრო­მელი (1977-85), ამავე კათედრის დოცენტი (1986-93), პროფესორი (1994-დან), კათედრის გამგე (2000-22), თსუ-ის სოხუმის ფილიალის, საბუნების­მეტყველო ფაკ-ტის ორგ. ქიმიის კათედრის გამგე (1997-2006), ამავე კათედრასთან არსებული „ჰე­ტერო­ჯაჭვუ­­რი პოლიმერებისა და პოლიმერული კომპოზიციების სამეცნ.-საკვლევი ლაბორატორიის“ სა­მე­ცნ. ხელმძღვ. (2002-06), მაკრომოლეკულების ქიმიისა და პოლიმერული მასალების ინ-ტის დი­რექტორი (2009-22). საქართვ. ქიმიური საზ-ბის წევრი, ნიუ იორკის მეცნ. აკადემიის წევრი (1995).

მ.  იკვლევდა ქიმიური რეაქციების კინეტიკასა და მექანიზმებს,  სამრეწვ. პოლიმერების მოდიფიკაციას, პოლიმერული კომპოზ. მასალებისათვის საქართვ. მინერ. ნედ­ლეულის გამოყენებას, მათ ბაზაზე ახალი დენგამტარი კომპოზიციების მი­ღებასა და ტექ­ნი­კაში და­ნერგვას; ჩატარებული აქვს გამოკვლევების ფართო სპექტრი სავარცხლისებური აგებულების სილიციუმორგანული პოლიმერებისა  და  ბლოკთანაპოლიმერების  სინთეზის  მიმარ­თულებით. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი.

ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. წლების განმავლობაში იყო საერთაშ. და სამამულო სამეცნ. ჟურნალების რედკოლეგიის წევრი, მონაწილეობდა საერთაშ. კონფერენციებსა და საგრანტო პროექტებში.

მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. პრემია „საქართველოს საბუნების­მეტყველო მეც­ნიერე­ბაში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის“ (1983;  ავტორთა კოლექტივთან ერთად) და  ღირსების ორდენი  (2003).  

ლიტ:  მუკბანიანი, ო. (თანაავტორი), პოლიმერული მასა­ლები, (ორ ტომად) თბ., 2015; Mukbaniani, O. (თანაავტ., Aneli, J.,  Tatrishvili,  T., Markarashvili, E.), Wood Polymer Composite Based on a Styrene and Triethoxy (Vinylphenethyl) Silane. Chemistry & Chemical Technology 17(1), 2023.

პ. მამრაძე