მუკუზანი

მუკუზანი, კახეთის რეგიონში, მუკუზნის მიკროზონაში საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი მშრალი ღვინო. მ. დადუღებულია ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით; სრულსხეულიანია, გაჯერებულია ხილის ტონებით. ხასიათდება ალუბლისა და მაყვლის არომატით. -ს აძველებენ მუხის კასრებში (3 წელი). მასში ალკოჰოლის შემცველობა არის 10,5–12,5%, ტიტრული მჟავიანობა – 6,0–7,0%. მ. იწარმოება 1888-იდან და მიჩნეულია საფერავისგან ნაწარმოებ საუკეთესო მშრალ ღვინოდ. დაჯილდოებულია მრავალი საერთაშ. მედლით.