მუზეუმი

სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი.

თბილისის ისტორიული მუზეუმი – ქარვასლა.

დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა.

უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი.

მუზეუმი (ბერძნ. μουσείο – მუზების ტაძარი), სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ხდება ბუნების ისტორიის, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების, ბუნებისა და ადამიანთა საზ-ბის განვითარების შესახებ ცოდნის პირველწყაროების დაკომპლექტება, შენახვა, დაცვა, შესწავლა და მისი პოპულარიზაცია. -ის ფონდებში თავს უყრიან უმთავრესად ნივთიერ და სახვით საგნებს, აგრეთვე წერილობით წყაროებს. -ის აღმზრდელობითი საქმიანობისა და სამეცნ. პოპულარიზაციის სპეციფ. ფორმებია ექსპოზიცია და გამოფენა. თანამედროვე სამეცნ. კლასიფიკაცია -ს განასხვავებს ტიპებისა და პროფილის მიხედვით; -ის ტიპი განისაზღვრება მისი ძირითადი საზ. დანიშნულებით. ამ ნიშნის შესაბამისად არსებობს სამეცნ.-კვლ.-საგანმან. (აბსოლ. უმრავლესობა), კვლევითი (თავისებური ლაბორატორიები სამეცნ.-კვლ. ინ-ტებთან) და სასწავლო მ. მ-ის პროფილი განისაზღვრება მათი დამოკიდებულებით მეცნ., ხელოვნ., წარმოების განსაზღვრულ დარგებთან. ამის მიხედვით არსებობს ისტ., საბუნებისმეტყველო, ხელოვნ., ლიტ., ტექ. და სხვ. . ისტ. -ს განეკუთვნება ზოგადისტ., ისტ.-რევ., სამხ.-ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და სხვ. .; ხელოვნ. -ს – სახვითი ხელოვნ., გამოყენებითი ხელოვნ., თეატრ. და სხვ.; ტექ. -ს – პოლიტექ., ტექ.-დარგობრივი (მაგ.: კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის და სხვ.) .; საბუნებისმეტყველო -ს – ზოოლ.-ბოტან., გეოლ. და სხვ. -ის განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს მემორიალური . არსებობს აგრეთვე კომპლ. . ყველაზე მეტად გავრცელებულია ისტ. და საბუნებისმეტყველო სპეციალიზაციების შეხამებით შექმნილი სამხარეთმცოდნეო პროფილის .

., როგორც თავისებური საზ. ინ-ტი, წარმოიშვა შორეულ წარსულში, როდესაც საგნების დედანი ინახებოდა არა უტილიტარულ-სამეცნ. მიზნით ან მატერ. ღირებულების გამო, არამედ როგორც დოკუმენტური, მემორიალური ან ესთეტ. ღირებულების მქონე საბუთი. მაგ., კნოსოსის სასახლის საცავები კრეტაზე (ძვ. წ. XVI ს.), ვანების სასახლე და ინების მისანთა არქივი (ჩინეთი, ძვ. წ. XIII–XII სს.), ნინევიის სასახლის ბ-კა (ძვ. წ. VII ს.) და სხვ. ანტ. ეპოქაში ტაძრებსა და კერძო კოლექციებში (ძვ. წ. III ს-იდან) თავს იყრიდა უმთავრესად ხელოვნ. ნაწარმოებები. ევროპაში . შეიქმნა აღორძინების ხანაში (კუნსტკამერები, მიუნც-კაბინეტები, ნატურალიენ-კაბინეტები). ჩნდებოდა პირველი სამუზეუმო აღწერილობანი, აგრეთვე მუზეოლოგიური თეორ. თხზულებანი. ამავე პერიოდს (XV–XVI სს.) განეკუთვნება ანტ. ხელოვნ. ძეგლების კოლექციების გაჩენა ფლორენციაში, რომში, დრეზდენში და სხვ. XVII–XVIII სს-ში შეიქმნა მრავალრიცხოვანი კერძო კოლექცია, მრავალი მათგანი XVIII–XIX ს-ში საფუძვლად დაედო სახელმწ. ეროვნ. -ის დაარსებას. კაპიტალიზმის ხანაში გაძლიერდა -ის განვითარების ობიექტური მოთხოვნები. XX ს. დასავლეთის ქვეყნებში -ის ყველაზე განვითარებული ქსელი იყო აშშ-ში (2000-მდე), იტალიაში (1200-ზე მეტი), საფრანგეთში (1000-მდე), დიდ ბრიტანეთში (900-ზე მეტი), გფრ-ში (800-ზე მეტი).

საქართველოში სიძველეთა დაცვის ტრადიცია უძველესი დროიდან არსებობდა, რასაც მოწმობს ისტ. წყაროებში დაცული ცნობები. თბილ. ტერიტორიაზე სამუზეუმო კოლექციები დადასტურებულია XVIII ს. დასაწყისში (თბილ. სამეფო სასახლის სალარო). XIX ს-ში კერძო კოლექციონერობის გავრცელებამ დააჩქარა -ის ჩამოყალიბება, რ-ებსაც აარსებდნენ საზ-ბებთან, კომიტეტებთან და უწყებებთან. 1852 დაარსდა კავკასიის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი (იხ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი), 1855 კი კავკ. სას.-სამ. საზ-ბასთან – სას.-სამ. მუზეუმი (იარსება 1917-მდე). 1887 თბილისში ჩამოყალიბდა კავკასიის მეაბრეშუმეობის ცენტრი და დაარსდა აბრეშუმის მუზეუმი, კავკასიის ოლქის შტაბთან შეიქმნა სამხ.-ისტ. მუზეუმი (1888), შინამრეწვ. კომიტეტთან – შინამრეწველობის მუზეუმი (1889), კავკასიის სასწ. ოლქთან – პედ. მუზეუმი (1901). XIX ს. II ნახ-ში ეროვნ. პროგრ. ძალები იღვწოდნენ ქართ. კულტურის დაცვისა და ხალხის ეროვნ. თვითშეგნების ამაღლებისათვის; ამ მიზნებს ემსახურებოდა მათ მიერ დაარსებულ საზ-ბათა და დაწესებულებათა წიაღში შექმნილი -ც. 1879 დაარსებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების ერთ-ერთი მუხლით გათვალისწინებული იყო მუზეუმ-ბიბლიოთეკის დაარსება, რ-საც ევალებოდა ძვ. ქართ. ხელნაწერებისა და ისტ.-არქეოლ. ნივთების შეგროვება. მართლაც, 1885 მომზადდა მნიშვნელოვანი სამუზეუმო კოლექცია, მუზეუმის შენობისათვის კი – ბ. შტერნისა და კ. ტატიშჩევის პროექტები, თუმცა საზ-ბის ხელმძღვანელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერც ერთი ვერ განხორციელდა. 1919-მდე მუზეუმ-ბიბლიოთეკა განთავსებული იყო თავად-აზნაურთა ქარვასლის შენობაში, ფართობის სიმცირის გამო კოლექცია გადაიტანეს სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, სადაც 1930-მდე ინახებოდა. ამჟამად, ეს უმდიდრესი კოლექცია განაწილებულია საქართვ. სახელმწ. და საქართვ. ხელოვნების სახელმწ. -ს შორის.

1835 ა. როინაშვილმა თბილისში შექმნა კერძო „კავკასიის მუზეუმი“. აქ თავმოყრილი იყო იარაღი, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა, ფოტოსურათების შესანიშნავი კოლექცია – ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, ნ. ნიკოლაძის, ი. გოგებაშვილის, მ. გურიელისა და სხვათა ფოტოები.

1873 დ. ბაქრაძემ საიმპერატორო მეცნ. აკადემიისადმი, 80-იანი წლების დასაწყისში კი კავკ. სამოქალაქო ნაწილის მთავარმმართებელ ა. დონდუკოვ-კორსაკოვისადმი (1882–90) გაგზავნილ „მოხსენებით ბარათში“ დაასაბუთა კავკასიურ საეკლ. სიძველეთა სპეც. მუზეუმში თავმოყრის აუცილებლობა. საეკლ. მუზეუმი (იხ. თბილისის საეკლესიო მუზეუმი), ე. წ. სიძველეთსაცავი, საზეიმოდ გაიხსნა 1888. მუზეუმის წესდება სინოდმა მოგვიანებით, 1889 წ. 24 იანვარს დაამტკიცა. კავკასიის სამხ.-ისტ. სურათების გალერეა, ე. წ. „დიდების ტაძარი“ დაარსდა იმპ. ალექსანდრე III-ის თანხმობით და ა. დონდუკოვ-კორსაკოვის ბრძანებით. 1885 წ. 1 აპრილს, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე III-მ დაამტკიცა არქიტ. ა. ზალცმანის პროექტი (რ-საც საფუძვლად დაედო არქიტ. პ. პიაჩენტინის პროექტით აგებული რომის საგამოფენო სასახლის ფასადი), გამოიცა ბრძანება სამხ. უწყებისათვის ალექსანდრეს ბაღის ზედა ნაწილის გადასაცემად. 1888 დამთავრდა ნაგებობის მშენებლობა და შეგროვდა ექსპოზიციისათვის საჭირო ექსპონატები: საიმპერატორო გვარეულობის წევრთა და მხედართმთავართა პორტრეტები, ბატალური სცენების ამსახველი ტილოები, რუს. და სპარს.-თურქ. სამხ. საჭურველი; სურათები საგანგებო შეკვეთით შეასრულეს იმ დროის ცნობილმა მხატვრებმა – ი. აივაზოვსკიმ, ფ. რუბომ, ნ. სამოკიშმა, პ. კოლჩინმა და სხვ. ექსპოზიცია რუსეთის მიერ წარმოებულ რუს.-კავკ. ომების ისტორიას ასახავდა. ექსპონატების შერჩევა და მათი დაცვისათვის თვალყურის დევნება სპეციალურად დანიშნულ კომისიას ევალებოდა. შენობის ფასადზე მიმაგრებული იყო 12 დაფა, რ-ებზეც ამოტვიფრული იყო კავკასიის ომების მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. შენობის გარშემო კი იდგა 38 ზარბაზანი – ომის ნადავლი. 1914 გალერეის ექსპოზიცია დაიხურა. ნაწილი ექსპონატებისა გაიტანეს საქართველოდან, დარჩენილი ნაწილი დაცულია საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში.

საქართვ. საისტ.-საეთნოგრ. საზ-ბის წესდება ითვალისწინებდა „ქართული მუზეუმისა და ბიბლიოთეკის“ აშენებას. საზ-ბამ სამუზეუმო ნივთების შეგროვება 1908-იდან დაიწყო. ნივთები სადეპუტატო საკრებულოსთან არსებულ საადგილმამულო კომისიის ოთახის კარადაში ინახებოდა. 1909 შეიქმნა სპეც. სამუზეუმო კომისია, რ-შიც შევიდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. კომისიის თავ-რედ აირჩიეს ე. თაყაიშვილი. ბ-კის დაარსების ოფიციალური ნებართვა მიიღეს 1911 წ. 5 ნოემბერს, მუზეუმისა – 1912 წ. 24 იანვარს. 1921 საქართვ. საისტ.-საეთნოგრ. საზ-ბის მუზეუმი საქართვ. განსახკომის განკარგულებაში გადავიდა საისტ.-საეთნოგრ. მუზეუმის სახელწოდებით. 1919-იდან მისი კოლექციები თბილ. უნ-ტის შენობაში ინახებოდა. შემდეგ კი გადაიტანეს საქართვ. სახელმწ. მუზეუმის შენობაში. 1931 ეს . გაერთიანდა.

1918 გ. ჩუბინაშვილმა თბილ. უნ-ტში დააარსა ხელოვნ. ისტ. კათედრა და მასთან ე. წ. ხელოვნების მეცნიერების კაბინეტი – ძვ. ქართ. ხელოვნების შესწავლის ცენტრი. 20-იან წლებში გაჩაღებული ანტირელიგიური კამპანიის დროს საქართვ. ეკლესიებიდან მრავალი ნივთი (მათი გადარჩენის მიზნით) ჩაიტანეს თბილისში. გ. ჩუბინაშვილის მოთხოვნით ეს ნივთები განთავსდა უნ-ტის გაუქმებულ ეკლესიაში და ეწოდა ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი, სადაც თავი მოუყარეს ოქრომჭედლობის, მინანქრის, ფერწერული ხატების, ხის ნაკეთობათა, ქსოვილებისა და ნაქარგობის ძვირფას ნიმუშებს. მათი რაოდენობა 2500-ს აღწევდა. 1930 მუზეუმი საქართვ. სახელმწ. მუზეუმს შეუერთდა, 1934 კი გადავიდა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმში.

1910 დაარსდა ქალაქის მუნიციპალური მუზეუმი (ახლანდ. თბილისის ისტორიის მუზეუმი ი. გრიშაშვილის სახელობისა, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა). 1914 თბილისში ანასტასიას ქ. №16-ში (ახლანდ. გ. ახვლედიანის) საფრანგეთის მოქალაქე გიორგი (ჟორჟ) ტორომანოვმა საკუთარი კოლექციის საფუძველზე დააარსა მუზეუმი, სადაც თავმოყრილი იყო სამხრეთ კავკასიელ და უცხოელ მხატვართა ნამუშევრები. 1929 გ. ტორომანოვმა იძულებით დატოვა საქართველო და მუზეუმმაც არსებობა შეწყვიტა. მან საქართვ. ეროვნ. გალერეას აჩუქა რამდენიმე ქანდაკება, მ. შ. ი. ნიკოლაძის „ჩრდილოეთის ასული“.

XX ს. დასაწყისისათვის საქართველოში ხელოვნ. ნიმუშებს აგროვებდა სხვადასხვა (საქართვ. საეკლესიო, 1888; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის, 1908; საქართვ. საისტ.-საეთნოგრ. საზ-ბის, 1908) მუზეუმი, აგრეთვე ენთუზიასტები – ე. თაყაიშვილი, ი. სონღულაშვილი, დ. შევარდნაძე, გ. ბოჭორიძე, შ. ამირანაშვილი.

1920 თბილისში დაარსდა საქართვ. ეროვნ. გალერეა. (იხ. ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა). მას გადაეცა „დიდების ტაძრის“ შენობა, რ-შიც 1922 წ. 9 ივლისს გაიხსნა გალერეის მუდმივი ექსპოზიცია. ასე დაედო სათავე საქართველოს ხელოვნების სახელმწ. მუზეუმს.

1921 საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარებისთანავე ყველა მუზეუმი დაექვემდებარა საქ. სსრ განათლების სახ. კომისარიატის აკად. ცენტრის – მუზეუმების მთ. სამმართველოს (შემდგომში – განსახკომის სამეცნ. და სახელოვნო დაწესებულებათა მთავარი გამგეობა). საეკლ. და რელიგ. საზ-ბების ქონება საყოველთაო-სახალხო კუთვნილებად გამოცხადდა, გაჩნდა სრულიად ახ. პროფილის ., მაგ., რევოლუციის მუზეუმი თბილისში. დაარსდა თეატრ. (1927) და ა. გრიბოედოვის (1929) . მთაწმინდაზე, საკუთარ სახლში მუზეუმს ორი ოთახი დაუთმო მღვდელმა მაჭარაშვილმა (იხ. ლიტერატურის მუზეუმი საქართველოსი გ. ლეონიძის სახელობისა); 1932 ა. კრიხელის თაოსნობით გაიხსნა ებრაელთა ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმი [იხ. ებრაელთა ისტორიის მუზეუმი დ. ბააზოვის სახელობისა საქართველოსი]; 1937 დაარსდა საბავშვო სათამაშოების მუზეუმი თ. თუმანიშვილის სახელობისა; 1938 – ვ. ლენინის ცენტრ. მუზეუმის თბილ. ფილიალი (მისი ფილიალი იყო რსდმპ კავკ. კავშირის კომიტეტის ავლაბრის არალეგალური სტამბა).

1945 სსრკ და საფრანგეთის მთავრობათა შეთანხმების საფუძველზე საქართველოს დაუბრუნდა 1921 საქართვ. პირველი რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილი სამუზეუმო განძეულობა, რ-იც სათუთად შეინახა და საქართველოში ჩამოიტანა ე. თაყაიშვილმა. ეს განძი განაწილდა საქართვ. სახელმწ., საქართვ. ხელოვნების სახელმწ. და ლიტ-რის სახელმწ. -ს შორის.

1960 დაარსდა ქართ. ხალხ. ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, 1962 – ქართ. მედიც. ისტორიის, ამიერკავკ. სასაზღვრო ოლქის ჯარების ისტ. (სსრკ სახელმწ. უშიშროების კომიტეტისა) ., 1967 – ამიერკავკ. სამხ. ოლქის ჯარების ისტორიის მუზეუმი (სსრკ თავდაცვის სამინისტროსი), 1972 – საქართვ. მეცნ. აკად. ხალხთა მეგობრობის მუზეუმი (გაუქმდა 1989), 1976 – ბავშვთა სურათების გალერეა.

XX ს. 50-იანი წლებიდან საქართველოში გაიხსნა მრავალი სახლ-მუზეუმი: უ. ჩხეიძის, ი. ნიკოლაძის, ი. ჭავჭავაძის (2), ზ. ფალიაშვილის, მ. თოიძის, შ. არაგვისპირელის, ე. ახვლედიანის, ა. ვასაძის, ნ. ბარათაშვილის, ტ. ტაბიძის, ნ. ფიროსმანაშვილის, ნ. დუმბაძის, ი. ნონეშვილის, მ. კოსტავასი, ნ. ნიკოლაძის, გ. ტაბიძის, უ. ჯაფარიძის და სხვ.

1989-თვის საქართველოში არსებობდა ისტ.-ეთნოგრ. და ისტ.-რევოლუციური, ხელოვნების დარგობრივი . და სახლ-მუზეუმები.

XX ს. 90-იანი წლების რთულმა პოლიტ.-ეკონ. და სოც. ვითარებამ შეანელა სამუზეუმო საქმიანობა. ძვ. სოც. წყობილებას გადაჰყვა სოციალ. ყოფის ამსახველი ., დარჩენილში კი – ამ ყოფის ამსახველი განყ-ბებიც. XX ს. 90-იანი წლების II ნახ-ში დაიწყო სამუზეუმო საქმის გარდაქმნა; გაჩნდა კერძო დაფინანსების გალერეები და საგამოფენო დარბაზები, რ-ებიც აქტიურად ეწევიან ხელოვნ. პროპაგანდასა და ბიზნესსაც; მრავალი მუზეუმი აქტიურად ახორციელებს საგანმან. პოლიტიკას ხელოვნ. სფეროში (მაგ., ქართული ლიტ-რის მუზეუმი, კავკასიური სახლი, სურათების ეროვნ. გალერეა და სხვ.). გაჩნდა კერძო სახლ-მუზეუმები (მაგ., ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის, ი. გამრეკელის, ვ. ანჯაფარიძის, ნ. ქუმსიაშვილის) და კერძო კოლექციები. საქართველოს ჩართვა გლობალურ სამუზეუმო სივრცეში ახლო მომავლის საქმეა.

2018 წელს გაიხსნა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილია 1945 წლიდან დღემდე 80-მდე ხელოვანის 3500-მდე ნაწარმოები. -ის დამფუძნებლები არიან გ. ჯოხტაბერიძე და მ. შევარდნაძე

2024 საქართველოში ფუნქციონირებდა სხვადასხვა ტიპის 200-ზე მეტი მუზეუმი: თბილისში – 60-ზე მეტი (სახელმწ. თუ კერძო), აჭარის არ-ში 20-მდე, გურიაში – 10-ზე მეტი, იმერეთში 30-ზე მეტი, კახეთში 30-ზე მეტი, მცხეთა-მთიანეთში – 10-ზე მეტი, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში – 10-მდე, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 20-მდე, სამცხე-ჯავახეთში – 10-მდე, ქვემო ქართლში – 20-მდე, შიდა ქართლში – 20-მდე მუზეუმი.

თ. ალიბეგაშვილი

მ. ბაქრაძე

ლ. დოლაბერიძე