მუზაშვილი ჯონდო როლანდის ძე

ჯ. მუზაშვილი 

მუზაშვილი ჯონდო როლანდის ძე (დ. 23. X. 1970, სოფ. გალავანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (ძიუდო, სამბო). სამბოში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1995–97) მეორე (1993) და მესამე (1994) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი (1996), ევროპის ჩემპიონი (1994) და მესამე პრიზიორი (1995); ძიუდოში – საქართვ. ჩემპიონი (1997) და ვერცხლის პრიზიორი (1996). საქართვ. და საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი სამბოში (1998). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1997).