მტრედი

მტრედი. გარეული მტრედი.

მტრედი. ქედანი.

მტრედი. გვიძინი.

მტრედი (Columba), ფრინველთა გვარი მტრედისებრთა ოჯახისა. მოიცავს 35 სახეობას, რ-თაგან საქართველოში ბინადრობს სამი: გარეული . (C. livia), გვიძინი ან გულიო (C. oenas) და ქედანი (C. palumbus). -ის ფრთის შლილია 20–27 სმ, მასა – 200–650 . გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, მ. შ. ყველაზე ფართოდ – გარეული ., რ-იც ინტროდუცირებულია ყველა კონტინენტზე. . მოშინაურებულია 5000, ზოგი მონაცემით 10000 წლის წინ. მისგან გამოყვანილია შინაური მ-ის 800-ზე მეტი ჯიში.

ა. ბუხნიკაშვილი