მტერჩვეული

მტერჩვეული, სოფელი იმერეთის რეგიონის სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ოფეთის ადმ. ერთეული). მდებარეობს იმერეთის სამხრ. მთისწინეთში. ზ. დ. 260 . სამტრედიიდან 19 კმ. საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 14 კმ. 72 მცხ. (2014).

სოფელში დგას XIX ს. მთავარანგელოზის ტაძარი. ისტორიულად ოფეთი შედიოდა საჯავახოს მხარეში.