მსხლები, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ჯავის მუნიციპალიტეტში (მსხლების ადმ. ერთეული). მდებარეობს ჯავის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. დიდი ლიახვის მარჯვ. მხარეს. ცხინვალი–ჯავის საავტომობილო გზაზე. ზ. დ. 1140 მ, ჯავიდან 2 კმ.
მ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
სოფელში დგას XVI–XVII სს. ოთხკუთხა კოშკი, სოფლის განაპირას კი – XIX ს. II ნახ-ში აგებული „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათიანი ეკლესია.