„მოწაფის ხმა“

„მოწაფის ხმა“, ყოველკვირეული გაზეთი. გამოდიოდა 1924–25 თბილისში. გაზეთთან თანამშრომლობდნენ მ. ორხელაშვილი, ა. გაწერელია, მ. გველესიანი, ს. ლორთქიფანიძე, დ. წერეთელი, შ. ღამბაშიძე და სხვ. გამოსცემდა მოსწავლეთა სარედაქციო კოლეგია (მ. გველესიანი, მ. მდივანი, ნ. აღნიაშვილი) და განათლების სახ. კომისარიატის სოც. აღზრდის მთავარმმართველობა.

ი. ლორთქიფანიძე