ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი, მ-ის მემორიალური მუზეუმი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო მაჩხაანში. დაარსდა 1972. მუზეუმში დაცულია გმირის მემორიალური ნივთები: მედლები, ორდენები, ალბომები, ფოტოები, დოკუმენტები, პირადი ჩანაწერები. განსაკუთრებით საინტერესოა სამხედრო მოვლენების ამსახველი რუკები, სამხედროებისა და მ-ის თანამებრძოლების მოქმედებების ქრონიკა.
მუზეუმში აგრეთვე წარმოდგენილია ეთნოგრ. მასალა. მუზეუმი თანამშრომლობს ადგილობრივ სკოლებთან.