მოსიაშვილები

მოსიაშვილები, სოფელი აჭარის არ-ის ქედის მუნიციპალიტეტში (დანდალოს ადმ. ერთეული). მდებარეობს მდ. აჭარისწყლის მარცხ. მხარეს, ზ. დ. 1750 . დაბა ქედიდან 20 კმ. 169 მცხ. (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.