მოსია შალვა დიანოზის ძე

მოსია შალვა დიანოზის ძე (19. VIII. 1918, სოფ. კახათი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 26. I. 1986, ზუგდიდი), თეატრის მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1965). 1939-იდან გარდაცვალებამდე იყო ზუგდიდის თეატრის წამყვანი მსახიობი. მისი შესრულებული როლებია: ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო“), ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), რაიკომის მდივანი, ჯონ რაიტი (ი. მოსაშვილის „სადგურის უფროსი“, „ჩაძირული ქვები“), ხადილა (ს. შანშიაშვილის „ხევისბერი გოჩა“), ფერდინანდი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), საქუა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ბეკინა, კირილე (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), დონ სეზარი (ა. დემენუასა და ი. დენერის „დონ სეზარ დე ბაზანი“), კაც ზვამბაია (კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), ბეგი (შ. დადიანის „გვირგვლიანების ოჯახი“), ისიდორე (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), ზურაბ ქართველაძე (ი. გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“) და სხვ. გადაღებულია ფილმ „ძაღლში“ (რეჟ. ლ. გორდელაძე, 1974).