მოსეშვილი იასონ პავლეს ძე

მოსეშვილი იასონ პავლეს ძე (18. IV. 1876, სოფ. გუბი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 2. II. 1968, თბილისი), ქიმიკოსი. პროფესორი (1920), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1944). დაამთავრა ნოვოროსიის უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა (1902). იმავე წლიდან იქვე დაიწყო მუშაობა ქიმ. კათედრაზე. 1919 მიიწვიეს თბილ. უნ-ტში არაორგ. ქიმიის კათედრის გამგედ (მუშაობდა 1965-მდე). -მა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში არაორგ. და ანალიზური ქიმიის სწავლებას. ძირითადად იკვლევდა საქართვ. ტერიტორიაზე (ქანებში, ნიადაგში, წყლებსა და ბიოლ. ობიექტებში) მიკროელემენტების გავრცელების საკითხებს. მისი რედაქტორობით გამოცემულია სახელმძღვანელოები ქართ. ენაზე. -ს მიღებული აქვს ლენინის ორდენი და სხვა სახელმწ. ჯილდოები.