მოსარჩელე

მოსარჩელე, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სარჩელითაც აღიძვრება შესაბამისი საქმე სასამართლოში ან არბიტრაჟში უფლების აღიარების ან დაცვის მიზნით.

. ასახელებს მოპასუხეს, მის მოწინააღმდეგე მხარეს, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა -ის მოთხოვნაზე. -ს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით; სასამართლოს წარუდგინოს ახსნა-განმარტება და სხვა მტკიცებულებები, შუამდგომლობები, განაცხადოს აცილება; გაეცნოს საქმის მასალებს და გადაიღოს მათი ასლები; მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევაში: დაუსვას შეკითხვები მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს; წარადგინოს მოსაზრებები საქმის წარმოებისას წამოჭრილ ყველა საკითხზე; ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და სხვა საპროცესო დოკუმენტები და გაასაჩივროს ისინი.

. ვალდებულია სარჩელის აღძვრისას გადაიხადოს სახელმწ. ბაჟი. სარჩელში სწორად მიუთითოს საკუთარი, მოპასუხისა და პროცესის სხვა მონაწილის მისამართი, წარადგინოს ყველა მითითებული მტკიცებულება.

საქმის განხილვის პროცესში -ის თანხმობით სასამართლოს შეუძლია არასათანადო (თავდაპირველი) მ. შეცვალოს სათანადო -ით.

-ს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ, ან გაიხმოს ის, ასევე მოურიგდეს მოპასუხეს ან მასთან შეთანხმებით მოითხოვოს საქმის მედიატორისთვის გადაცემა.

ი. უჯმაჯურიძე