„მოსავალი“, ორკვირეული სასოფლო-სამეურნეო ჟურნალი. გამოდიოდა 1909–17 თბილისში. იბეჭდებოდა სოფ. მეურნ. წარმოების ყველა დარგის მასალები. თანამშრომლობდნენ: ი. გოგებაშვილი, ა. სარაჯიშვილი, მ. ჯანაშვილი, ე. თაყაიშვილი, შ. დედაბრიშვილი, ი. წინამძღვრიშვილი, ე. ნაკაშიძე, მ. მამულაშვილი და სხვ. ჟურნალს გამოსცემდა კავკ. საიმპერატორო და ქართ. სას.-სამ. საზ-ბები. სულ გამოვიდა 133 ნომერი.
გ. თოდუა