მორდოვცევი დანიელ ლუკას ძე

მორდოვცევი დანიელ ლუკას ძე [7 (19). XII. 1830, დაბა დანილოვკა, ახლანდ. ვოლგოგრადის ოლქი, – 10 (23). V. 1905, კისლოვოდსკი], უკრაინელი მწერალი. წერდა პოემებს, რომანებს, ისტ. ნაშრომებს, ნარკვევებს, მემუარებს. ხშირად ჩამოდიოდა კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში. მის რომანებში „პრომეთეს შთამომავლობა“ (1897, თარგმნა თ. სახოკიამ „ამირანის შვილის“ სახელწოდებით), „მეფე სამეფოს გარეშე“, „რკინითა და სისხლით“ ასახულია საქართველოს რუსეთთან შეერთება და მისი მომდევნო პერიოდი.

ვ. შადური