მორალი

მორალი (ლათ. Moralitas), ფილოსოფიის ერთ-ერთი განშტოების – (მეტა)ეთიკის შესწავლის საგანი, რ-იც განსაზღვრავს ქმედებათა საზრისს. მ. იმ წესების, ნორმებისა და ქცევების ერთობლიობაა, რ-ებსაც ადამიანი (ან ადამიანთა ჯგუფი) გარკვეული მორალური კოდექსის საფუძველზე ახორციელებს. კითხვა -ის განსაზღვრებასთან დაკავშირებით ამგვარად ჟღერს: რა არის მორალურობა და როგორია მისი ბუნება? არის თუ არა ის ობიექტური? უკავშირდება თუ არა . სუბიექტურობას? სხვადასხვა კულტურულ, რელიგიურ და ფილოს. ტრადიციაში ვხვდებით -ის მთავარი პრინციპებისა და საზრისის შესახებ განსხვავებულ თეორიებს; არსებობს მისი (მორალურობის) ურთიერთგამომრიცხავი განსაზღვრებებიც. ამის მიზეზი არის -ის მრავალფეროვანი საზრისი, რაც გამოიხატება -ის შესახებ არსებული თეორიების განსხვავებული პერსპექტივებით. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია -ის „აღწერითი“ (ან „რელატიური“) კომპონენტი, რ-იც აყალიბებს გარკვეულ ქმედებათა ინდივიდუალურ კოდექსს დროის, კულტურის, რელიგიის, საზ-ბისა და პოლიტ. წყობის შესაბამისად. მაგ., თუკი სიკვდილით დასჯა, აბორტი, ნარკოტიკის ლეგალიზაცია, ევთანაზია და სხვა მსგავსი მოვლენების დაკანონება-დაშვება უკიდურესად სუბიექტური და მხოლოდ გარკვეულ პირთა/ჯგუფების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, სხვათათვის, შესაძლოა, ეს მიუღებელი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, აღსანიშნავია -ის „ნორმატიული“ (ან „აბსოლუტური“) კომპონენტი, რ-ის თანახმადაც ქმედებათა კოდექსი განისაზღვრება ისეთი გადაწყვეტილებით, რ-იც ყველასთვის ერთნაირად რაციონალურია და -ის უნივერსალურ პრინციპებზე მიუთითებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, -ის „აღწერითი“ ნაწილი სუბიექტურია, ხოლო „ნორმატიული“ – უნივერსალური. ასევე, საყურადღებოა -ის აბსოლუტური და სკეპტიკური გაგება – პირველს უნივერსალური საზრისის მიხედვით ესმის მ., მეორე კი უარყოფს ქმედებათა ისეთ სისტემას, რ-იც უნივერსალურ -თან იქნება თავსებადი. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის მორალურობა, „აღწერითი“ და „ნორმატიული“ აზრითაც, ნების აქტია; თავისუფლება გვევლინება ისეთ უნივერსალურ კატეგორიად, რ-ის ირგვლივაც შეიძლება გაერთიანდეს -ის შესახებ დისკუსია; ამასთანავე, თავისუფლება, როგორც მორალურობის მთავარი ღერძი, განსაზღვრავს ადამიანის მოქმედებას საკუთარ თავსა და სხვასთან ემპათიური ურთიერთმიმართებით; თავისუფლების ემპათიური გაგება კი (სწორი და არასწორი) ქმედებების გარჩევის საუკეთესო საშუალებაა და მორალურობის უნივერსალურ საფუძვლად რჩება. ქართ. ფილოსოფიაში -ის ცნება, -ის შესახებ თეორიები და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა განხილულია ქართ. ფილოს. ისტორიაში. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ს. დანელიას, შ. ნუცუბიძის, კ. ბაქრაძის, გ. თევზაძისა და სხვათა გამოკვლევები.

ლიტ.: არისტოტელე: ნიკომაქეს ეთიკა, თბ., 2003; თევზაძე გ., იმანუელ კანტი, თბ., 1974; მისივე, კანტიანური კვლევები, თბ., 2022; კანტი ი., ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება, მთარგმნელი ლ. რამიშვილი, თბ., 2013; პლატონი, მენონი, იონი, დიდი ჰიპია, ძველი ბერძნულიდან თარგმნა, წინათქმები და შენიშვნები დაურთო ბ. ბრეგვაძემ, თბ., 1974.

ბ. მაშავა