„მომავალი“, ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, ს.-დ. მიმართულების ორგანო. გამოდიოდა 1909–10 თბილისში გაზ. „ჩანგის“ ნაცვლად. რედ.-გამომც. – ნ. მელიქ-შახნაზარიანცი. გაზეთი აშუქებდა მიმდინარე პოლიტ. და ლიტ-რის საკითხებს, ჰქონდა პოლემიკა გაზ. „ივერიასთან“ (1909). „მ.“ დაიხურა ადგილ. მთავრობის განკარგულებით.