მოლითი, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ტაბაწყურის ადმ. ერთეული). მდებარეობს მშრალი მთის ძირში (თრიალეთის ქედის სამხრ. კალთა). ზ. დ. 2050 მ. ბორჯომიდან 64 კმ. 215 მცხ. (2014). მ. გაშენებულია ტბა ტაბაწყურის გარშემო და ესაზღვრება ქცია-ხრამის აღკვეთილს. სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.