მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, დაარსდა ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინ-ტის ბიოფიზიკის სექტორის ბაზაზე (1986). პირველი ხელმძღვ. იყო მ. ზაალიშვილი (1986–2000). ინ-ტში კვლევები ტარდებოდა თანამედროვე ბიოლ. სხვადასხვა მიმართულებით (ბიოლ. ძვრადობის ბიოფიზიკა, ბიოლ. მაკრომოლეკულების ფიზიკა და ქიმია, გენომის მოლეკულური ორგანიზაცია).
2010 გაერთიანდა ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინ-ტი, რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრი და საქართვ. ექსპერ. ნევროლოგიის სამეცნ.-კვლ. ცენტრი და მ. ბ. და ბ. ფ ი., მათ ბაზაზე შეიქმნა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნ. ცენტრი, რ-საც 2011 ეწოდა ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.