მოკაზმული

მოკაზმული, ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი. გულისხმობს თავისუფალ, გადამუშავებულ თარგმანს, დედნის პერიფრაზს. მ-ის უძველესი წერილობითი დადასტურება მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“ (978–88) გვხვდება. გამოკვლევებით დასტურდება, რომ მ., ძვ. თარგმანის გადაკეთება-გადამუშავებასთან ერთად, ძლისპირის მიხედვით მის ზუსტად გამართვა-შეწყობასაც უნდა ნიშნავდეს.

ლიტ.: ინგოროყვა პ., თხზ. კრ. შვიდ ტომად, ტ. 3, თბ., 1965; ჯღამაია ც., ტერმინი „მოკაზმული“ მიქაელ მოდრეკილის იადგარში, კრ.: ხელნაწერთა ინსტიტუტის XIV სამეცნიერო სესიის თეზისები, თბ., 1972.

ლ. ჯღამაია