მოკავშირე რესპუბლიკა

მოკავშირე რესპუბლიკა, ყოფილი სსრკ შემადგენლობის ერთ-ერთი სუბიექტი. 1917 წ. 25 ოქტომბრის (7 ნოემბერი) სახელმწ. გადატრიალების შედეგად რუსეთის იმპერიის სათავეში მოვიდა რუსეთის სოც.-დემოკრ. მუშათა პარტია (ბოლშევიკები). შემდეგ, 1922 წ. 30 დეკემბრის დეკლარაციით, შეიქმნა სამოკავშირეო სახელმწიფო – საბჭოთა სოციალ. რესპუბლიკების კავშირი (სსრკ). კავშირში თავდაპირველად გაერთიანდა 4 რესპუბლიკა: რუსეთის საბჭ. ფედერ. სოციალ. რესპუბლიკა, უკრაინისა და ბელორუსიის საბჭ. სოციალ. რესპუბლიკები და ამიერკავკასიის საბჭ. ფედერ. სოციალისტური რესპუბლიკა, რ-იც აერთიანებდა: საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. შემდეგში სსრკ გაფართოვდა და 1956–91 შედგებოდა 15 მ. რ-გან (აზერბაიჯანი, ბელორუსიია, ესტონეთი, თურქმენეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი და რუსეთი).

სსრკ ფორმალურად ფედერ. სტრუქტურა იყო. მ. რ-ებს გააჩნდათ საკუთარი კონსტიტუცია, კანონმდებლობა, სახელმწ. სიმბოლოები, დედაქალაქები და სხვ. მათი კონსტიტუციები შეესაბამებოდა სსრკ კონსტიტუციას და მასთან ერთად იცვლებოდა. მ. რ-ებს ფორმალურად დატოვებული ჰქონდათ სსრკ-იდან თავისუფლად გასვლის უფლება.

მ. რ-ის სახელმწ. ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო უმაღლესი (უზენაესი) საბჭო, რ-ის პრეზიდიუმის თავ-რე ითვლებოდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავ-რის მოადგილედ. მ. რ-ებია უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო იყო მინისტრთა საბჭო, ასევე სასამართლო ორგანოები.

1991 წ. 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟსვის შეთანხმებას, რითაც დადასტურდა სსრკ-ის დაშლა.

ი. უჯმაჯურიძე