მოდეგა, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (კოჭიოს ადმ. ერთეული). მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, ახალქალაქი–ბაკურიანის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1960 მ, ახალქალაქიდან 26 კმ. სოფლის ტერიტორიაზე არის ვულკანური წიდის საბადო, რ-იც გამოიყენება მშენებლობაში ბეტონის შემავსებელ ნედლეულად. მ-ს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.