მოგზაური დასის თეატრი, შეიქმნა 1912 ბათუმში შ. დადიანის ხელმძღვანელობით. პირველი წარმოდგენა გაიმართა 15 სექტემბერს შმაევსკის თეატრში. დასის წევრები იყვნენ: ე. ანდრონიკაშვილი, ს. ბეჟანიშვილი, ბ. რონელი, ე. და ც. წუწუნავები, პ. კორიშელი, ა. მურუსიძე, ვ. სარელი, ა. ყალაბეგიშვილი, ნ. ჩაგუნავა, ს. ხარაზიშვილი, ი. ხურციძე, ა. ჯაყელი და სხვ. თეატრი მიზნად ისახავდა შავიზღვისპირა ქალაქების მოსახლეობისთვის პროფესიული, მაღალი დონის სპექტაკლების ჩვენებას. დასი გასტროლებზე იმყოფებოდა სოხუმში, სენაკში, ლანჩხუთში, ასევე – ბაქოში, ნოვოროსიისკსა და ვლადიკავკაზში. მ.დ.თ-მა გამოსცა ალმანახი „სათეატრო ფურცელი“. მოამზადა ნიადაგი ბათუმის პროფ. თეატრის ჩამოყალიბებისათვის.
ლიტ.: გერსამია ს., ბათუმის თეატრი 70 წლის მანძილზე [1879–1949], ბათ., 1949.
ლ. კიკნაძე