„მოამბე“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (2007-იდან), „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის“ (დაარსდა 1940) ახალი სერია. ჟურნალი აქვეყნებს მათ. და ფიზიკის, გეოლ., ქიმიის, ბიოლ., მედ., საინჟინრო და გამოყენებითი, გარემოს დაცვის, სას.-სამ., ჰუმანიტარულ და საზ. მეცნიერებათა დარგების ორიგინალურ ნაშრომებს, აგრეთვე – აკადემიის წევრებისა და უცხოელი ავტორების მნიშვნელოვან სამეცნ. ნაშრომებსა და მაღალკვალიფიციური კვლევის შედეგებს.
2009-იდან წელიწადში გამოდის ჟურნალის სამი, 2016-იდან კი – ოთხი ნომერი.