მნათე

მნათე, ქრისტიანული ეკლესიის მსახური, რომელსაც ევალება ზეთის კანდელების ანთება, საცეცხლურისათვის ნახშირის გაღვივება, ზარების რეკვა, სეფისკვერის დაჭრა და სხვ. დამხმარე საქმიანობა. ზოგჯერ მ. მგალობლისა და მედავითნის მსახურებასაც ითავსებს.

ზ. ეკალაძე