მნა

მნა, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის ადმ. ერთეული). მდებარეობს კავკასიონის მთ. ქედის ჩრდ. კალთაზე, თრუსოს ხეობაში, მდ. მნაისისწყლის (თერგის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 2180 . ყაზბეგიდან 29 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014). მ-ს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.სოფელში დგას X–XI სს. წმ. მარიამის დარბაზული ეკლესია და XVII–VIII სს. კოშკური სახლი.