მიქაუტაძე გიორგი ლაშას ძე

გ. მიქაუტაძე 

მიქაუტაძე გიორგი ლაშას ძე (დ. 31. X. 2000, ქ. ლიონი, საფრანგეთი), სპორტსმენი (ფეხბურთი), თავდამსხმელი. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (2024, სამი გოლის ავტორი). არის საფეხბურთო კლუბ "ლიონის" აკადემიის აღზრდილი. გამოდიოდა ევროპის კლუბებში: საფრანგეთის "მეცი B"-ი (2018–20; 24 მატჩი, 9 გოლი), "მეცი" (2019–24; 64 მატჩი, 38 გოლი), ბელგიის სერენი (2020–22; 57 მატჩი, 36 გოლი), ამსტერდამის აიაქსი (2023–24; 9 მატჩი), ლიონის "ოლიმპიკი" (2024–25; 49 მატჩი, 18 გოლი), 2025-იდან ასპარეზობს ესპანეთის "ვილიარეალში" (4 მატჩი, 1 გოლი; სულ 207 მატჩი, 102 გოლი). საქართვ. ნაკრების წევრი (2021; რომელმაც ნაკრებში ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე). ნაკრებში ჩაატარა 39 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით (2024).