მიქელაძე ნიკოლოზ რომანის ძე (6. XII. 1847, დაბა კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 18. IV. 1898, სანქტ-პეტერბურგი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1893). რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომის მონაწილე, ლაიბგვარდიის ფინეთის პოლკის მეთაური. კავკ. სამხ. ოლქში მეთაურობდა სამხ. ნაწილებს. 1893 გადადგა სამხ. სამსახურიდან. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლ. დოლიძე