მიქელაძე დიმიტრი ოტიას ძე

მიქელაძე დიმიტრი ოტიას ძე (26. X. 1837, დაბა კულაში, ახლანდ, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 13. XI. 1910, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1906), რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომის მონაწილე. ჯარში მსახურობდა 1860-იდან. 1901-მდე იყო ყუბის 155-ე ქვეითი პოლკის შტაბს-კაპიტანი. მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში (1863–64) და რუსეთის ლაშქრობაში შუა აზიაში. 1902–06 მსახურობდა კავკ. მე-3 ცალკეულ მსროლელთა ბატალიონში, 1906–08 – აბასთუმნის კომენდანტად და აბასთუმნის სამხ. ჰოსპიტლის უფროსად. 1908 გადადგა სამხ. სამსახურიდან. დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. სტანისლავის წმ. ვლადიმირის, წმ. ანას სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

მ. გოგიტიძე