მიქელ V

მიქელ V, მიქაელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (დაახლ. XIII ს. 40-იანი წლების დასაწყისი). ჩვენამდე მოაღწია 1241 წლით დათარიღებულმა მ-ის წყალობის წიგნმა, რ-ითაც იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიის აზნაურს, საკათალიკოსო მსახურთუხუცეს ვაჩე გუარამის ძეს სარჩო-მამულად აძლევს დმანისის სოფ. ორომაშენს „ყოვლითა მისითა მზღვრითა და მიმდგომითა, მთითა, ველითა, ტყითა, წყლითა, წისქუილითა...“

წყარო: კაკაბაძე ს., ორი სიგელი XIII საუკუნისა. „საისტორიო მოამბე“, 1945, [ტ.] 1.

ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

ბ. ლომინაძე